ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა
ფოთში საკრებულოს სხდომა, სადაც ქალაქის მერი – გოჩა კურდღელია მერიის 2018 წლის ბიუჯეტზე ანგარიშს წარადგენდა, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერ ვახტანგ დარცმელიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასა შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენჯერმე გახდა სხდომის მიმდინარეობის შეჩერების მიზეზი. ოპოზიციამ მმართველი გუნდი არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობაში დაადანაშაულა. მმართველი გუნდი კი ბრალდებებს უარყოფს და ოპოზიციას ურჩევს, რეალობას თვალი გაუსწოროს.
„ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. არ ვეთანხმები მათ და ვურჩევ, თვალი გაუსწორონ ქალაქში მიმდინარე აღმშენებლობით პროცესებს. ამ ქალაქში ბევრი რამ კეთდება“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.