” თქვენ უნდა გრცხვენოდეთ ” – “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის კოორდინატორები კობა ნაყოფიას დაუპირისპირდნენ

ზუგდიდის მერობის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბთან შელაპარაკება რუხის საარჩევნო შტაბის კოორდინატორებსა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს – კობა ნაყოფიას შორის მოხდა. როგორც ირკვევა, კოორდინატორებს გარკვეული თანხა უნდა ჩარიცხვოდათ, თუმცა დაპირებული თანხა ნაყოფიამ არ გადაუხადა.
თავად ნაყოფიამ საკუთარი პარტიის კოორდინატორებს, რომლებთანაც შელაპარაკება მოუვიდა, ოპონენტებისა და ჟურნალისტების მოგზავნილი პროვოკატორები უწოდა.
“ნაწილი, ალბათ, მოგზავნილი ხალხი იყო, როგორც თვითონ იძახიან და გავარკვევთ”, – განაცხადა ნაყოფიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები