პრეზიდენტმა 19 პატიმარი და 23 პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 19 პატიმარი და 23 პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, შეწყალებულ პატიმრებს შორის 2 ქალია. ისინი საპატიმროს დღესვე დატოვებენ.
“პრეზიდენტმა, საქართველოს კონსტიტუციის დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა თავისუფლებააღკვეთილი 19 მსჯავრდებული, აქედან – 2 ქალი. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან – 2 ქალი.
21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითი მსჯავრის შემდგომი მოხდისგან, მათ შორის 3 პირობითი მსჯავრდებული შეწყალებული იქნა თანამდებობის დაკავების ან თანამდებობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო ორს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები