რადამ უკრაინული ენა ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოაცხადა

უკრაინის უზენაესმა რადამ უკრაინული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების კანონი მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “112.ua” ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დოკუმენტი უკრაინულ ენას ერთიან სახელმწიფო ენად აცხადებს და შეიცავს იმ მოქალაქეების ჩამონათვალს, რომლებიც ვალდებულნი არიან, ამ ენაზე ისაუბრონ.
დოკუმენტს მხარი 278 დეპუტატმა დაუჭირა, მინიმალური საჭირო ხმების რაოდენობა კი 226 უნდა ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები