ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ეგვიპტის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა სამი თვის ვადით გამოაცხადა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ეგვიპტის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებს დავალებული აქვთ, მიიღონ ყველა ზომა, რათა ტერაქტისა და სიცოცხლისთვის საფრთხის პრევენცია მოახდინონ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კერძო სახელმწიფო ქონებისა და, ასევე, მოქალაქეების დასაცავად”, – ნათქვამია ეგვიპტის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ რაიონებში, რომლებიც ისრაელისა და ღაზას სექტორს ესაზღვრება, “კომენდანტის” საათი მოქმედებს.