უკრაინაში პრეზიდენტის ინაუგურცია 7 ივნისს გაიმართება

უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს ინაუგურაცია 7 ივნისს თავისუფლების მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო “უნიანი” პოროშენკოს საარჩევნო შტაბის საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირინა არიზზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირინა არიზის განცხადებით, ინაუგურაციასთან დაკავშირებით ღონისძიებები დაგეგმილი არ არის. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას ინაუგურაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, პოროშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში 54,70 % მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები