საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელს სამანტა პაუერს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძემ და სამანტა პაუერმა გაეროში დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მიღების საკითხი განიხილეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს, ყურადღება გამაამახვილეს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზე და აშშ-ს მხარდაჭერაზე არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დიდია.
საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც შეხვედრებს მართავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. მინისტრი უკვე შეხვდა პერუსა და ბენინის მუდმივ წარმომადგენლებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=myJa-CSQT-k” width=”560″ height=”315″]