შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს

 შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს ბათუმში აღნიშნავს. შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 14:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ოფიციალური საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციები პარტნიორი ქვეყნებიდან.
შსს-ს ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავს და პროფესიულ დღეს მიულოცავს. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამშრომლებს პოლიციელის დღეს მიულოცავს და პირადად დააჯილდოებს მოქმედ პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერანებს. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი სტუმრებთან ერთად დაათვალიერებენ საგამოფენო სივრცეს, სადაც შსს-ს დანაყოფები თავიანთ ავტოპარკს, ტექნიკას, იარაღებსა და აღჭურვილობას წარმოადგენენ. ამასთან, ბათუმის ბულვარში გაიმართება სანახაობრივი წარმოდგენები. საღამო ბენდ “ნიუტონის” კონცერტით დასრულდება.
პორტალ “კვირას“ მკითხველს საშუალება ექნება, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პირდაპირი ეთერით ადევნოს თვალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები