კომპანია Le Bras Frères-ი, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციისთვის ხარაჩოების მონტაჟზე მუშაობდა, აღიარებს, რომ მუშებმა დაარღვიეს მოწევის აკრძალვის წესი ნოტრ-დამში. ამის შესახებ ადგილობრივ მედიასთან კომპანიის წარმომადგენელმა, მარკ ესკენეზიმ განაცხადა.
“მართლაც, არიან თანამშრომლები, რომლებიც დროდადრო არღვევდნენ ამ წესს და ჩვენ ამის გამო ვწუხვართ”, – განაცხადა მარკ ესკენაზიმ.
გარდა ამისა, ესკენაზის განმარტებით, სიგარეტის ჩასაქრობ ნამწვს ასეთი ხანძრის გამოწვევა არ შეეძლო.