პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამარტივებს რუსეთის პასპორტის მიღებას ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების მოსახლეობისთვის.
დოკუმენტის თანახმად, პირებს, ვინც მუდმივად ცხოვრობს ამ ტერიტორიებზე, უფლება აქვთ, რუსეთის მოქალაქეობის ასაღებად განცხადებით გამარტივებული წესით მიმართონ.
2018 წლის დეკემბერში სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც უფლებას აძლევს ქვეყნის პრეზიდენტს სხვადასხვა კატეგორიის უცხოელებზე, რომელთაც აქვთ უფლება, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა, აღნიშნული საბუთი გამარტივებული წესით გასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები