„ევროპული ხელოვნება და საქართველო“ – კატალოგის წარდგენა გაიმართება

1 მაისს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში, კატალოგის – „ევროპული ხელოვნება და საქართველო“ – წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, კატალოგის ავტორია  გიორგი კალანდია, სამეცნიერო რედაქტორი – მანანა ჭელიძე. აღალი პოლიგრაფიული დონით გამოირჩეული, ორენოვანი ნაშრომი ოთხ ძირითად ნაწილად იყოფა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში დაცულ ევროპული ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშებს აერთიანებს.
აღსანიშანვია, რომ წიგნის ტექსტუალური და ვიზუალური მასალიდან გამომდინარე, მსგავსი ხასიათის კატალოგი საქართველოში პირველად გამოიცა.
საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა, საქართველოს მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში დაცული ისეთი მსოფლიო დონის ხელოვანთა ნამუშევრები აღმოაჩინოს, როგორებიც არიან: ბერნანდო დადი (1280-1348), პაოლო ვენეციანო (?-1362), ლუკას კრანახი (1472-1553), გვიდო რენი (1575-1642), პიტერ სნეიერსი (1681-1752), ფრანც ქსავერ ვინტერჰალტერი (1805-1873) და სხვა.
შთამბეჭდავ ვიზუალურ მხარესთან ერთად მკითხველისთვის არანაკლებ საინტერესო იქნება კატალოგში შესული ინფორმაცია ხელოვნების ნიმუშების წარმომავლობის, მათი მნიშვნელობისა თუ საქართველომდე მათ მიერ განვლილი გზის შესახებ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები