ჩინეთის პროკურატურამ ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტი, მენ ჰუნვეი დააპატიმრა

0

ჩინეთის უზენაესმა სახალხო პროკურატურამ ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტის, მენ ჰუნვეის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო კორუფციის ბრალდების საფუძველზე. მომხდარის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული უწყება ავრცელებს.
მათი ცნობით, ჰუნვეის საქმე პროკურატურას განხილვაზე გადაეცა მას შემდეგ, რაც მუშაობა დაასრულა ჩინეთის ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტმა. საქმის მიღების შემდეგ, პროკურატურამ მენ ჰუნვეის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
​შეგახსენებთ, რომ მენ ჰუნვეი 2018 წლის 29 სექტემბერს ჩინეთში გაემგზავრა და მას შემდეგ კავშირზე არ გამოსულა. მისმა მეუღლემ ქმრის გაუჩინარების შესახებ ხელისუფლებას აცნობა, რასთან დაკავშირებითაც ქალაქ ლიონის პროკურატურამ უგზო-უკვლოდ დაკარგვის საფუძველზე გამოძიების ინიცირება მოაწყო, ხოლო ინტერპოლმა ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა ჩინეთის ხელისუფლებას. ამის შემდეგ, ლიონში ინტერპოლის ოფისმა მიიღო მენ ჯუნვეის თანამდებობიდან გადადგომის განცხადება.
გასული წლის 7 ოქტომბერს ჩინეთის ხელისუფლება მენ ჰუნვეის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი