პოლონეთში მეცამეტე პენსია დაინიშნა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ “პენსია პლიუს” კანონს ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც პოლონელი პენსიონერები მეცამეტე პენსიის სახით 206,5 ევროს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, დოკუმენტის ხელმოწერის დროს პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის დოკუმენტის დამტკიცება დიდი სიხარულისა და სიამოვნების მომენტია.
მისი თქმით, კანონი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტია, რომელიც ორიენტირებულია პროსოციალურ ქმედებებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები