კიმ ჩენ ინის პირველი ვიზიტი რუსეთში – როგორ დახვდნენ ლიდერს ჰასანის სადგურზე (ვიდეო)
დღეს, 24 აპრილს, კიმ ჩენ ინის ტყვიაგაუმტარმა მატარებელმა პირველად გადალახა რუსეთის საზღვარი და სადგურ ჰასანზე გაჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრიმორსკის რეგიონის გუბერნატორი, ოლეგ კოჟემიაკო საკუთარი Instagramგვერდზე ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მატარებლიდან ჩამოვიდა და წითელ ხალიჩაზე გაირა სადგურის შენობისკენ. მას რუსული “კარავაით” დახვდნენ, რომლის ნაწილიც მან ტრადიციის მიხედვით მოტეხა და შეჭამა.
ამის შემდეგ, ტყვიაგაუმტარი მატარებელი უსურისკში გაემგზავრა. რუსული მედიის ინფორმაციით, თბომავალს ელმავალში გადაცვლიან, რითაც კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში გაემგზავრება.