კიმ ჩენ ინის ტყვიაგაუმტარი მატარებელი რუსეთშია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ტყვიაგაუმტარმა მატარებელმა რუსეთის საზღვარი გადალახა და სადგურ ჰასანს უახლოვდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Интерфакс-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, სადგურზე დაგებულია წითელი ხალიჩა და დამონტაჟებულია სავარძლები, სადაც დელეგაციას რუსულ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ქალბატონები ელოდებიან. გარდა ამისა, სადგურის მიმდებარედ გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.
როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გუშინ გამოემგზავრა. 25 აპრილს ლიდერები ვლადივოსტოკში შეხვდებიან ერთმანეთს და მოლაპარაკებებს წარმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები