ვერსალში ძლიერი ხანძარია (ვიდეო)

საფრანგეთში, ვერსალში, ერთ-ერთ ავტოსადგომზე ძლიერი ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქალაქ ვერსალში ხანძრის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე 80-მდე მეტი მეხანძრე არის მობილიზებული. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მოსახლეობის ევაკუაცია ცეცხლის გავრცელების რისკის გამო გახდა საჭირო. ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები