აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ადასტურებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდს რუსული სამხედრო ხომალდები აედევნენ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი ადასტურებს, რომ ამერიკულ ხომალდ „როსს“, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში რამდენიმე დღის წინ შევიდა, ორი რუსული სამხედრო ხომალდი აედევნა.
ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, რუსეთისთვის მსგავსი ქმედებები დამახასიათებელია.
„ეს დამახასიათებელია რუსეთისთვის, რომ თვალ-ყური ადევნოს, გამოედევნოს ასეთ აქტივობებს, როცა ამერიკის თუ სხვა ქვეყნების საზღვაო გემების განლაგება ხდება. თუმცა, ჩვენი მოვალეობაა, საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით განვახორციელოთ ამგვარი ოპერაციები. ალბათ, უფრო რუსეთს უნდა მიმართოთ, რა რისკებს ხედავენ ამაში“, – განაცხადა როს უილსონმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი „იუესეს როსი“ (USS Ross) 21 აპრილს შემოვიდა. ეს აღნიშნული გემის პირველი ვიზიტია საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები