რის სანაცვლოდ ლობირებდნენ “ნაციონალებს” მეთიუ ბრაიზა, კარლ ბილდტი და ლუის ნავარო

საერთაშორისო და ადგილობრივ მედიაწყაროებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი, რომლითაც წლების განმავლობაში, გარკვეული ძალები, პირადი ინტერესების სანაცვლოდ, ლობირებდნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – ამის შესახებ “კვირასთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია “აქტივის“ დირექტორი გურამ ადამაშვილი აცხადებს და იმ ორგანიზაციებს და პირებს ასახელებს, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას“ ლობირებდნენ. მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი PR ტექნოლოგი კარლ ბილდტია, რომელიც 2004-2006 წლებში PR კომპანიის Kreab-ის მართვის დირექტორი, 2006 წლიდან კი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ადამაშვილის განცხადებით, PR კომპანია Kreab-ი არა მხოლოდ დიდ ფირმებს და ორგანიზაციებს, არამედ ცნობილ მილიარდერებს, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებას, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასაც ემსახურებოდა.
„ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც სარგებლობდა ამ კომპანიის სერვისებით, საქართველო იყო. ეს ქვეყანა წარმოადგენს განსაკუთრებულ ინტერესს აშშ-სთვის ნავთობის ტრანსპორტირების მიზნით. „კრეაბის“ სახელთან დაკავშირებულია სხვადასხვა მსხვილი კონტრაქტი. კომპანია ცნობილია თავისი კავშირებით, კერძოდ 2011 წელს კომპანიამ კონტრაქტი დადო ისრაელის მთავრობასთან, რათა მისთვის სავაჭრო – სამრეწველო სფეროში ევროპარლამენტის მხარდაჭერა უზრუნველეყო. ამის თაობაზე მხოლოდ 2012 წელს გახდა ცნობილი.
„ტრანსპარენსი ინტერნეშენალის“ ანალიტიკოსი მათიას ჰუტერი გაუმჭვირვალედ მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ლობისტების, მათ შორის Kreab-ისთვის გადახდილ საბიუჯეტო თანხებს. ამავე წყაროს მიხედვით, კომპანია Kreab-ი იყო ასევე რუსეთის „გაზპრომის“ წარმომადგენელი. PR კომპანია Kreab-ის ბრიუსელის შეფის კარლ ისაკსონის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2006 წლიდან კონტრაქტის საფუძველზე, კვლავ აქტიურად აგრძელებდა თანამშრომლობას კომპანია Kreab-თან. აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში უკავშირდებოდა დიდ პოლიტიკურ მღელვარებას და შვედეთის ელჩმა ჰანს გუნარ ადენმა ხმა მიაწვდინა შვედეთის ხელისუფლებას, რომ არსებობდა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ეჭვები. თუმცა, ბილდტმა პარალელურად დაწერა: „არჩევნების შედეგები არანაირ ეჭვებს არ ბადებს“ და „ჩვენ ყველას გვაქვს მიზეზი, მივულოცოთ საქართველოს კიდევ ერთი არჩევნები, რომელმაც მოახდინა დემოკრატიის და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭრის დემონსტრირება, მიუხედავად ზოგი ხარვეზისა.“10414904_10152182392289779_2664468385359329269_n
ჰანს გუნარ ადენი ამ ეჭვების გამო 2009 წელს საქართველოდან გაიწვიეს და კარლ ბილდტმა ახალ ელჩად თავისი თანაშემწე დანიშნა. „კარლ ბილდტი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, 11- ჯერ ეწვია საქართველოს“,-აცხადებს ადამაშვილი.
ლობისტებს შორის ადამაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს მეთიუ ბრაიზასაც ასახელებს. მისი ინფორმაციით, ბრაიზას სუსტი წერტილი მისი მეუღლე, თურქული წარმოშობის ამერიკელი, ჰადსონის უნივერსიტეტის მეცნიერი ზეინო ბარანია, რომლის კონსტრიბუტორთა შორის ბევრი ნავთობკომპანიაა.
“ზეინო ბარანი, ბაქოში გამომავალ გაზეთზე „ენი მუსავატის“ და თურქულ ტელეარხზე „ეს ტი ვი“-ზე დაყრდნობით, ფიგურირებს რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციის „ერგენეკონის“ საქმეში, როგორც ამ ორგანიზაციის გარე კავშირების კოორდინატორი. როგორც სომხური წყაროები იუწყება, ბრაიზა იყო იმ ადამიანებს შორის, ვინც ტაქსიმის მოედანზე ანტისომხურ, ფაშისტურ გამოსვლაში მონაწილეობდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კონდოლიზა რაისის ფავორიტმა, შეერთებული შტატების სენატმა, აზერბაიჯანში მისი ელჩად დამტკიცების დროს, ბრაიზას ნდობა არ გამოუცხადა, რადგან იგი ამერიკელი სომეხი ჯგუფების ფაქტების საფუძველზე, აზერბაიჯანისადმი ზედმეტად მიკერძოებულად მიიჩნიეს და, გარდა ამისა, სენატმა ბრაიზას სახელს დაუკავშირა სომხეთში აშშ-ის ელჩის – ჯონ ევანსის სამსახურიდან დათხოვნა იმის გამო, რომ მან სომხების გენოციდი აღიარა.
როგორც ამერიკელი ჟურნალისტი „ჯოშუა კუცერა“ წერს, ამერიკის პოლიტიკურ წრეებში ბრაიზას სააკაშვილის წაქეზებაშიც ადანაშაულებენ, რადგან მან ირწმუნა ვაშინგტონის უპირობო მხარდაჭერა და ამ განცდამ ხელი შეუწყო 2008 წელს სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ სამხრეთ ოსეთზე შეტევის განხორციელებას. 2009 წელს სააკაშვილმა ბრაიზა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. უკანასკნელ ხანს საქართველოში ჩამოსულმა ბრაიზამ სრულიად ლეგიტიმურად მიიჩნია ვანო მერაბიშვილის სიტყვები ორი გვამის მოთხოვნის შესახებ. ბრაიზას შეფასება ასეთია – იყო ეს ანტიტერორისტული ოპერაცია? ამ შემთხვევაში დასაშვებია, რომ თქვა ფრაზა – “მე მინდა გვამი”, – აცხადებს “აქტივის“ დირექტორი.
მისივე ინფორმაციით, “ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზულ ლობისტურ დახმარებას უწევდა, საქართველოში – (NDI) ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო. ადამაშვილის თქმით, საქართველოში აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. მისი თქმით, დღემდე არ საჯაროვდება კვლევის მეთოდოლოგია, კითხვარი და სხვა დეტალები, რომლითაც CRRC გამოკითხვას NDI-ს დაკვეთით ატარებს.
“ეროვნულ – დემოკრატიულ ინსტიტუტში ჯერ ვაშინგტონის და შემდგომ თბილისის ოფისში, 2009-2011 წლებში, მუშაობდა დღეს უკვე პარლამენტის უმცირესობის წევრი თინათინ ბოკუჩავა. თავის მხრივ, NDI საქართველოში ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებს, რომელსაც უკვეთავს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს – CRRC-ს.10428885_256995471173310_860276833_n
CRRC წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის ხელმძღვანელი 2007 წლამდე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ახლანდელი წევრი ლევან თარხნიშვილი. ბატონი ლევან თარხნიშვილი 2007 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის წარდგენით პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ აირჩია. ანუ, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, ლევან თარხნიშვილი ინაცვლებს ცესკოში, CRRC აგრძელებს შვედური Sida-ს მიერ დაფინანსებული NDI-სთვის საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებას და 2008 წელს კარლ ბილდტის, მეთიუ ბრაიზას და NDI-ს დახმარებით საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარება ხდება. არაერთი ექსპერტი და მკვლევარი აყენებს ეჭვქვეშ NDI-ს კვლევებს. განსაკუთრებული აცდენა აღნიშნული ორგანიზაციის კვლევის შედეგებში, არჩევნების შედეგებთან, 2012 წლის წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, როდესაც ახლანდელ მმართველ პარტიას 12%-იანი რეიტინგი დაუფიქსირდა. დღემდე არ საჯაროვდება კვლევის მეთოდოლოგია, კითხვარი და სხვა დეტალები, რომლითაც CRRC ატარებს გამოკითხვას NDI-ს დაკვეთით.
ბოლო პერიოდში საზოგადოებაში თავად NDI-ს სანდოობაზე არაერთი შეკითხვა გაჩნდა, თუ რამდენად ენდობა თავად მოსახლეობა ამ ინსტიტუტს და მის მიერ ჩატარებულ კვლევებს. სწორედ ამის დასადგენად, NDI-ს მიერ 8 მაისს გასაჯაროებული კვლევის შედეგების კვლევა თბილისის მასტაბით ჩატარდა და გამოიკითხა 707 რესპოდენტი. შედეგებმა აჩვენა, რომ NDI-ს კვლევებს თბილისის მოსახლეობის 58,2% უნდობლობას უცხადებს, ხოლო 24%-ისთვის საერთოდ უცნობია კვლევის შედეგები. თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 17,8%-ია, რომელიც ენდობა ამ ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.
თუ გავიხსენებთ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა 21,7%-მა დაუჭირა მხარი, გასაგებია, თუ ვის ინტერესებს გამოხატავს ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტი. ეს არის „ადამიანი. კანონი. თავისუფლების“ კვლევაზე დაფუძნებული ინფორმაცია “,-განუცხადა “კვირას“ გურამ ადამაშვილმა.

თანდართული წყაროები:

http://www.humanrights.ge

http://www.georgianews.ge

http://www.aftonbladet.se

http://www.aftonbladet.se

http://www.radioazadlyg.org

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები