შრი ლანკაზე მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” შრი ლანკაზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. თავდასხმის შედეგად 310 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 500-მდე დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია SITE Intelligence Group-ი ავრცელებს, რომელიც თავდამსხმელების აქტივობას სოციალურ ქსელში თვალყურს ადევნებს.
შრი ლანკის ხელისუფლება აღნიშნულ განცხადებას ოფიციალურ არ ადასტურებს და მიიჩნევს, რომ თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმა დაკავშირებულია ახალ ზელანდიაში მეჩეთში მომხდარ თავდასხმასთან, სადაც 50 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები