მედია: კიმ ჩენ ინი რუსეთში ტყვიაგაუმტარი მატარებლით გაემგზავრება

​ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი 24 აპრილს დაჯავშნილი მატარებლით რუსეთის სასაზღვრო სადგურ ჰასანზე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Интерфакс”-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მოსალოდნელია, რომ, ცოტახნის გაჩერების შემდეგ, მატარებელი ვლადივოსტოკში გაემგზავრება”,- განუცხადა “Интерфакс”-ს წყარომ.
მედიის ინფორმაციით ვლადივასტოკამდე გზა 10-15 საათს მოიცავს. მოსალოდნელია, რომ კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 24-25 აპრილს შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები