ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, სიდნეის საოპერო თეატრიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ავსტრალიაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, სიდნეის საოპერო თეატრიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ქალაქის სახანძროს სამსახური ავრცელებს.
“ახალი სამხრეთ უელსის სახანძრო და სამაშველო ბრიგადები სიდნეის საოპერო თეატრში ბუნებრივი აირის გაჟონვის ადგილზე მუშაობენ. 500-მდე ადამიანი ევაკუირებულია თეატრიდან და მიმდებარე რესტორნებიდან”, – ნათქვამია სახანძრო სამსახურის განცხადებაში.
მათი განმარტებით, ადგილზე დაზიანების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. მეხანძრეები, ასევე, ჰაერის დაბინძურების დონეს ამოწმებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები