ირაკლი ლექვინაძე: ჰიდრორესურსების გამოყენება უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი და რეგიონული განვითარებისათვის

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც კერძო ინვესტორი საქართველოში ახორციელებს, მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ჰიდრორესურსი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია როგორც რეგიონის, ასევე – ქვეყნის განვითარება.
„ვფიქრობ, ნებისმიერი პროექტი, რომელსაც კერძო ინვესტორი საქართველოში ახორციელებს, მნიშვნელოვანია. პირველ ყოვლისა, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმებული პროექტები, რომელსაც ბიზნესმენები ახორციელებენ, მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიდეს და ამით ბიზნესის ყველა უფლება იქნას დაცული; გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი და რეგიონული განვითარებისათვის, რადგან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც რეგიონსა და ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებით გვაქვს, სწორედ ​ ჰიდრორესურსებია, რომლის გამოყენებაც აუცილებელია“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები