ლევან დავითაშვილი გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების საკითხს, გაიმართა მსჯელობა ახალი სტრუქტურის შემადგენლობისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ.
როგორც შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან მიღებული მოსაზრებების თაობაზე მსჯელობა მომავალშიც გაიმართება, რათა გარემოსდაცვითი ომბუდსმენის აპარატი უფრო მოქნილი, მისი საქმიანობა კი უფრო ეფექტიანი იყოს.
„გარემოს დაცვის სფეროს კომპლექსური და მრავალსექტორული ხასიათის გამო, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით იგეგმება ქვეყანაში “გარემოსდაცვითი ომბუდსმენის” ინსტიტუტის შემოღება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰესების მშენებლობის საკითხთან არსებულ ვითარებას. მინისტრმა ლევან დავითაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესთავაზა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხზე ცალკე შეხვედრის გამართვა, სადაც შეფასდება როგორც უკვე მიმდინარე, ასევე – დაგეგმილი პროექტები“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები