გიორგი ტყემალაძემ სამგორის რაიონში მდებარე სკოლებს საჩუქრად წიგნები გადასცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი – გიორგი ტყემალაძე მის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის მიერ 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ დაწესებასთან დაკავშირებით გაიმართა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, აღნიშნულ ინიციატივას თბილისის საკრებულო უერთდება. დღესვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დირექტორებს სასკოლო ბიბლიოთეკებისთვის საჩუქრად წიგნები გადასცა.
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ძალიან საჭირო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც ყველა უნდა შეუერთდეს.
„დიდი სიამოვნებით ვუერთდები წიგნის ჩუქების დღეს. ძალიან კარგი ინიციატივაა. ამ დღესთან დაკავშირებით, შევხვდი ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მდებარე სკოლების დირექტორებს და სასკოლო ბიბლიოთეკებისთვის წიგნები გადავეცი. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მომავალშიც არაერთ აქციასა და ღონისძიებას გავმართავთ. ვფიქრობ, რომ სასკოლო ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეძენა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეხვედრაზე სკოლების ბიბლიოთეკების დასახმარებლად მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები