რუსთავში დაკარგული 13 წლის გოგონა პოლიციამ იპოვა

13 წლის მოზარდი, რომელსაც რუსთავში პოლიცია ეძებდა, იპოვეს. ამის შესახებ ,,კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, გოგონა თავს კარგად გრძნობს. მოზარდი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს და სახლში გაუშვეს.

არსებული ინფორმაციით, ნია იუკურიძე დღეს სკოლაში არ გამოცხადდა და მთელი დღე მეგობრებთან ერთად გაატარა.

როგორც სკოლის დირექტორმა ირინა მელქაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, მოზარდმა სახლში ბებიას წერილი დაუტოვა, რის გამოც ბებიამ 112-ში დარეკა.

ცნობისათვის, 13 წლის მოზარდი დღეს გაუჩინარდა და გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები