დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ვარკეთილში გამწვანების აქცია გაიმართა

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციატივით, დედამიწის დღის აღსანიშნად ვარკეთილში გამწვანების აქცია გაიმართა.
კამპანიაში „გაამწვანე ვარკეთილი“ საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია“ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე – ბექა დავითულიანი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე – ელიზაბეთ რუდი, საელჩოს წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ამერიკის საელჩოს გაწეული დახმარებისა და აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თითოეული დარგული ხე დედაქალაქის ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია.
კამპანიის ფარგლებში, ვარკეთილი 3-ის III-მკ.რ-ში, 310-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 ხე დაირგო.
ცნობისთვის, დედამიწის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 175 ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები