ბიულეტინების 100% დათვლილია. უკრაინის ახალი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრო პოროშენკომ გაიმარჯვა, – ამის შესახებ უკრაინის საარჩევნო ცენტრალურმა კომისიამ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნა. ბიულეტენების 100% დათვლილია, პეტრო პოროშენკომ 54,7% მიიღო. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია კიევში, მაიდანზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართა. პეტრო პოროშენკოს უკრაინელების 55%-მა მისცა ხმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები