ზუგდიდში ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივანი შენდება

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი ამჯერად ეგრისის და მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებს შეხვდა.
,,ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივანი ეწყობა, ასევე მოხდება წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის განხორციელების დროს დაზიანებული ქუჩების აღდგენა. მოვახდენთ ჭავჭავაძის და ჩიქოვანის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობას. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, ხელი შევუწყოთ ბიზნესს, დავასაქმოთ ადგილობრივები და ერთად განვავითაროთ ჩვენი საამაყო ზუგდიდი” – განაცხადა შეხვედრაზე ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ.
ენგურის ადმინისტრაციული ერთეულის შემდეგ მერობის კანდიდიატმა შეხვედრა მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სავაჭრო ცენტრ ალიანსის მიმდებარედ გამართა და ადგილობრივებს ამ უბნის განვითარების გეგმები გააცნო.
,,აქვე მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე აშენდება ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც გათვლილი იქნება თანამედროვე სტანდარტებზე. ცუდ მდგომარეობაშია შიდა გზები, რისი რეაბილიტაციაც მოხდება, ხელახლა აშენდება 10 ცენტრალური ქუჩა, გარდა ამისა ქალაქის 100-ზე მეტი ქუჩის აღდგენა მოხდება. ასევე მთავარია, რომ ჩვენ გვექნება 24 საათიანი ცენტრალიზებული წყალმომარაგება და ქალაქი ისარგებლებს წყალარინების სისტემით. ჩვენ თანმიმდევრულად განხორციელებული პროექტებით და დაუღალავი შრომით მივაღწევთ ზუგდიდი იყოს მეტად განვითარებული ქალაქი” – განაცხადა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები