ზაურ დარგალი : ახალგაზრდული იდეების ხელშეწყობა და განვითარება ჩემი საარჩევნო კამპანიის მთავარი პრიორიტეტია

“ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი დღეს პარტიის ახალგაზრდული ფრთის ოფისში მარნეულელ ახალგაზრდებს შეხვდა. კანდიდატმა ახალგაზრდებს საკუთარი საარჩევნო კამპანია გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა. ზაურ დარგალმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე. მან დეტალურად ისაუბრა იმ სამომავლო გეგმებზე, რომლის განხორციელებასაც მისი მერად არჩევის შემთხვევაში გეგმავს. ზაურ დარგალის თქმით, მისი  საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტს ახალგაზრდული იდეების ხელშეწყობა და განვითარება წარმოადგენს.
“ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა, ახალგაზრდული იდეების განვითარების ცენტრის დაარსება, მოხალისეთა ჯგუფების შექმნა – „მარნეულელი მოხალისეები“, სტაჟირების პროგრამა უნივერსიტეტ დამთავრებული ახალგაზრდებისთვის და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, შეღავათიანი სამგზავრო ბარათი – მარნეულელ სტუდენტებს, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და ახალგაზრდული იდეების განვითარება ამ ყველაფერს მე  ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, აუცილებლად გავაკეთებ”,- განაცხადა ზაურ დარგალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები