გიორგი შენგელიამ ანაკლიის ტაძრის მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა
ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი – გიორგი შენგელია, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ანაკლიაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში აღვლენილ ღვთისმსახურებას შვილთან ერთად დაესწრო. მერობის კანდიდატმა მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა.
„ზუგდიდელებს და მთელ საქართველოს ვულოცავ ბზობის დღესასწაულს. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლის დღეს აღნიშნავს.
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველო”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.