ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, 1 მილიონი ლარი დაიხარჯება
მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, 1 მილიონი ლარი იხარჯება. გამოყოფილი თანხით, საყრდენი კედლების, სახურავების, ხიდებისა და ბოგირების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის მერი – თემურ ჩუბინიძე, მიმდინარე სამუშაოებით დაინტერესდა და გურამიშვილის ქუჩაზე საყრდენი კედლის რეაბილიტაციის პროცესს დაესწრო.
საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოებს, 12 მიმართულებით, შ.პ.ს. “ევროტექნიქსი” აწარმოებს, რომლის საერთო ღირებულება 399 399 ლარს შეადგენს. საყრდენი კედლების რეაბილიტაცია ფიროსმანისა და გაბრიაძის ქუჩებზე, ასევე, საცურაო აუზის მიმდებარედ, მდინარის კალაპოტის გასწვრივ უკვე დასრულდა.