გიორგი შენგელია ენგურის ხიდზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა (ვიდეო)
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი – გიორგი შენგელია საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. მერობის კანდიდატი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და იქ არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია,მიიღო. კანდიდატი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს იმ მუნიციპალურ და სახელმწიფო პროექტებზე ესაუბრა, რაც დევნილებისთვის და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხორციელდება და იგეგმება.
“ვიმყოფებით სოფელ რუხში, სადაც ჩვენს დევნილ მოსახლეობას ყოველდღიურად, რთულ ვითარებაში უწევს ე.წ. საზღვრის კვეთა, ჩვენს მუნიციპალიტეტში შემოსასვლელად. ბევრი მათგანი, სწორედ აქაა დარეგისტრირებული და ჩვენი მხრიდან სხვადასხვა სახის დახმარებას იღებს. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება და ყველანაირად ხელს შევუწყობთ მათ”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.