ბარსელონაში მესამე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

ბარსელონაში მესამე დღეა საპროტესტო აქციები და შეტაკებები მიმდინარეობს. მიზეზი უსახლკაროების გამოსახლებაა, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შენობაში, “კან-ვიესში” იყვნენ შეხიზნულნი. ეს შენობა ადგილობრივებისთვის საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც კატალონიის დედაქალაქის ათასამდე მცხოვრები, საკუთარი უფლებების დასაცავად, დემონსტრაციაზე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეიკრიბა. აქციის მონაწილეების ნაწილმა პროტესტის ნიშნად ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა და პოლიციას ქვები და სხვადასხვა საგანი დაუშინა. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა მანიფესტანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები