სნოუდენი რუსეთს თავშესაფარს კიდევ ერთი წლით სთხოვს

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედუარდ სნოუდენი აცხადებს, რომ აპირებს თხოვნით მიმართოს რუსეთს, დროებითი თავშესაფრის კიდევ ერთი წლით მინიჭების შესახებ. ამასთან, სნოუდენმა განაცხადა, რომ სურს შეერთებულ შტატებში დაბრუნება, თუმცა ამერიკა მას ბრალს ჯაშუშობაში სდებს.
NBC-სთან საუბარში სნოუდენმა უარყო რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობა და განაცხადა, რომ საიდუმლო მასალები პატრიოტიზმის გამო გაავრცელა. 28 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ სნოუდენის მიერ დაზვერვის მასალების გავრცელებამ სერიოზულად დააზიანა აშშ-ის უსაფრთხოება და რომ მან „თავის ქვეყანას უღალატა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები