ნათია კაპანაძე აჭარის “საზმაუს” ბორდის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს
აჭარის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ყოფილი დირექტორი, რომელიც დღეს სამეურვეო საბჭომ გადააყენა, გადაწყვეტილებას სამოქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ნათია კაპანაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა
,,მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა გაქვს, საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი. შესაბამისად, მოსალოდნელი იყო ეს შედეგიც. რა თქმა უნდა, პროცესი არ იყო შემთხვევითი, თუმცა, შედეგიდან გამომდინარე ვხვდები, რომ სარედაქციო პოლიტიკა, ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ ადამიანებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მომიწევს გადაწყვეტილების გასაჩივრება“, – განაცხადა ნათია კაპანაძემ.