ოზურგეთში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოები დაიწყო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების მიზნით სამუშაოებს აგრძელებს.
ამჯერად, კომპანიის გურიის რეგიონულმა ფილიალმა ოზურგეთში, შემოქმედელის ქუჩაზე ძველი მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
კომპანიის ცნობით, 2 კმ-მდე მონაკვეთზე მოხდება ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლება. წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სამუშაოები მოსახლეობისთვის წყლის მიწოდებას არ შეაფერხებს.
„სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც 100-მდე ოჯახი წყლის გაუმჯობესებული ხარისხით იქნება უზრუნველყოფილი“,- აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები