აჭარის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორებმა გაფიცვა შეწყვიტეს

აჭარის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” 13-მა ოპერატორმა გაფიცვა დროებით შეწყვიტა. მას შემდეგ, რაც მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დირექტორის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, ოპერატორების გადაწყვეტილებით, ისინი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ერთ-ერთი გაფიცული ოპერატორის, ლაშა ჯოყალიძის თქმით, მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გაფიცვას განაახლებენ.
“დროებით ვწყვეტთ გაფიცვის რეჟიმს და ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან ახალ მენეჯმენტთან. მათ მივცემთ საშუალებას, რომ მოაგვარონ ჩვენი პრობლემა. სიტუაციის ჩიხში შესვლის შემთხევაში, ვიტოვებთ უფლებას, რომ გავიფიცოთ “, – განაცხადა ჯოყილაძემ.
შეგახსენებთ, გაფიცული ოპერატორების აქცია დღეს დილიდან ტელევიზიის წინ მიმდინარეობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები