ოზურგეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრისას არავინ დაშავებულა. როგორც “კვირასთან” ადგილობრივები ჰყვებიან, ხანძარი, სავარაუდოდ, ტელევიზორის აფეთქებას მოჰყვა.
ხანძრისას სახლში ერთი ქალბატონი იმყოფებოდა და მისი გამოყვანა დროულად მოხერხდა. დაზარალებულსს დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლება გაუწევს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები