მარტვილში, “თხილის დაცვის” პროგრამის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაციის კოორდინატორებმა და აგრონომებმა, „თხილის გადარჩენის“ პროგრამის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის – მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილე – აკაკი ხუნწელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ალექსანდრე ახვლედიანი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მერიის თანამშრომლები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის საინფორმაციო – საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობასა და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრეს.
მერიაში შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეხვედრები მოსახლეობასთან გაგრძელდა, სადაც საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის კოორდინატორებმა და აგრონომებმა თხილის გადარჩენის პროგრამაში ჩართულ ფერმერებს თხილის შეწამვლის პირობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
„ფერმერებს საშუალება ჰქონდათ, საჭირო პრეპარატები ადგილზე შეეძინათ, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან განვადებები გაეფორმებინათ. თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია მთავარ ფაზაში გადადის. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია კამპანიას – “გადავარჩინოთ თხილის მოსავალი” სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია “ფერეროსა” და USAID–ს მხარდაჭერით ახორციელებს. ასოციაცია სახელმწიფოსგან მიღებულ შესაწამლ აპარატებს ფერმერებს უსასყიდლოდ გადასცემს და თხილის მოვლისა და შეწამვლის ყველა ეტაპზე სამუშაო პროცესს კოორდინირებას გაუწევს“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები