გიორგი შენგელია მერობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა
ზუგდიდის მერობის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი საარჩევნო ადმინისტრაციაში ოფიციალურად დარეგისტრირდა. გიორგი შენგელია 67-ე საოლქო კომისიაში თავისი საარჩევნო შტაბის უფროსთან, ირაკლი ჩიქოვანთან ერთად მივიდა.
“მერად ჩემი არჩევის შემთხვევაში, ზუგდიდელები მიიღებენ კეთილმოწყობილ, ინფრასტრუქტურულად გამართულ და მრავალხმრივი სოციალური პროექტებით დატვირთულ მუნიციპალიტეტს – მუნიციპალიტეტს, სადაც გადამწყვეტი ძალა იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის განვითარებას “, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.