აჭარის “საზოგადოებრივი მაუწყებლის ” დირექტორი ბორდის წევრებმა გადააყენეს

აჭარის “საზოგადოებრივ მაუწყებელში” სამეურვეო საბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომაზე საბჭოს წევრებმა ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს მხარი დაუჭირეს.   საბჭოს ხუთი წევრიდან კაპანაძის გადაყენებას მხარი 4-მა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 1 იყო.
აჭარის “საზოგადოებრივი მაუწყებლის ” დირექტორის მოვალეობას, დროებით პირველი მოადგილე ნათია ზოიძე შეასრულებს.
შეგახსენებთ, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა დააყენა.  დირექტორისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად საბჭოს 5 წევრიდან 3-ის თანხმობა იყო საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები