აჰმედ იმამკულიევს მარნეულელებმა კარი არ გაუღეს – “12:00 საათი, ადრიანი დრო იყო” (ვიდეო)

მარნეულის მერობის “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი, საარჩევნო შეხვედრების გამართვის მიზნით, დღეს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს ეწვია, სადაც “კარდაკარის პრინციპით” მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავდა, თუმცა, მას კორპუსის მაცხოვრებლების უმეტესობამ კარი არ გაუღო, ან საარჩევნო ბუკლეტები ფორმალურად გამოართვა. იმამკულიევმა ჩაშლილი შეხვედრების შემდეგ “კვირასთან”  განაცხადა, რომ დღის 12:00 საათი, სავარაუდოდ, ადრიანი დრო იყო და კორპუსის მაცხოვრებლებთან “კარდაკარის პრინციპით” გასაუბრებას გვიან საათებში კვლავ ცდის.

შეგახსენებთ, რომ იმამკულიევი მარნეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს უკვე რამდენიმე დღეა, მედიისგან ფარულად მართავს. მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მისი საარჩევნო კამპანია სპონტანურად იგეგმება.

მედიის არყოფნა კი იმამკულიევმა იმით ახსნა, რომ კადრებზე აღბეჭდილ მოქალაქეებზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს. აქედან გამომდინარე, კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებზე ჟურნალისტების ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს. თუმცა, მას, ამ დრომდე, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური პარტიების მომხრეთა დაშინების ფაქტები არ დაუსახელებია. ამის მაგალითები არც თავად ახმედ იმამკულიევის, ან მისი მხარდამჭერების მხრიდან გავრცელებულა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები