ქუთაისში კორპუსის მერვე სართულიდან 80 წლის ქალი გადმოვარდა

0

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულის ფანჯრიდან 80 წლის ქალი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი