გიორგი ქობულია ნათია თურნავამ შეცვალა – პრემიერმა ეკონომიკის მინისტრის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.  ცნობილია, რომ  მინისტრის თანამდებობას ნათია თურნავა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტზე 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.  მანამდე ის ბიზნესის სფეროში საქმიანობდა. გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ათი თვის განმავლობაში იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები