გია ვოლსკი: შალვა შავგულიძეს რა უნდა ბოკერიასთან ერთად, ეგ გამაგებინოს ვინმემ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი სანდრო გირგვლიანის ოჯახის ყოფილი ადვოკატის, შალვა შავგულიძის „ევროპულ საქართველოში“ გაერთიანების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, მისთვის გაუგებარია, შავგულიძის წარსულიდან გამომდინარე, რა უნდა მას ახლა გიგა ბოკერიასთან.
“გუშინ მკითხა ჟურნალისტმა – “ანუ, თქვენ ეჭვი შეგაქვთ შალვა შავგულიძის კეთილსინდისიერებაშიო”. გამიჭირდა პასუხის გაცემა. დამამძიმა, ძველი ურთიერთობა მომაგონა ამ კითხვამ… ანუ, მე არ უნდა მქონდეს ეჭვი, თუკი იგი გაერთიანდა და ერთ-ერთ ლიდერად იქცა იმ გუნდში, სადაც პროკურორია ის ადამიანი, ვინც კვალიფიკაციას აძლევდა “გირგვლიანის საქმეს”; ვინც კანონს იღებდა იმის თაობაზე, თუ რა სასჯელი უნდა ყოფილიყო ამ კონკრეტულ დანაშაულზე, იღებდა კანონს, რომელიც უშვებდა ამ საქმეზე დამნაშავეთა ერთ კამერაში ჯდომას, მათი შეწყალების წინაპირობას ქმნიდა. თვითონაც ხომ კარგად იცის, რომ ეს განაჩენიც სხვა ვერც იქნებოდა მისი ახლანდელი მეგობრების ძველი ძალისხმევით. ეცადა მაინც საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას. იმ პერიოდის მოსამართლეებისაგან გმირობას არც არავინ ელოდა, მაგრამ, აი, მაგას რა უნდა ბოკერიასთან ერთად, ეგ გამაგებინოს ვინმემ”, – წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები