ბრიუს უილისის ქალიშვილმა პროტესტის ნიშნად ქუჩაში შიშველმა გაიარა
იმის გამო, რომ სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე შიშველი ფოტოების გამოქვეყნება აკრძალეს, ცნობილი მსახიობის ბრიუს უილისის და დემი მურის ქალიშვილმა, 22 წლის სკაუტ უილისმა ნიუ-იორკის ქუჩებში პროტესტის ნიშნად შიშველმა გაიარა. სკაუტ უილიამსმა შიშველი ფოტო ტვიტერის გვერდზე განათავსა. ფოტოზე მას მოშიშვლებული მკერდი უჩანს. გამოქვეყნებულ ფოტოს გოგონამ მიაწერა: “ნებადართულია ნიუ-იორკში, აკრძალულია ინსტაგრამზე“. გოგონამ ასევე დაამატა, რომ თუ ვინმეს არ მოსწონს მისი შიშველი ფოტოს ყურება, უბრალოდ ნუ შევა მის გვერდზე. შეგახსენებთ, რომ სოციალურმა ქსელმა ინსტაგრამმა აპრილში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვებგვერდს აეკრძალა ინტიმური, ანდა ნახევრად შიშველი ფოტოების გამოქვეყნება.
აღსანიშნავია, რომ სკაუტ უილიამსის პროტესტი ნიუ-იორკში ლეგალურია. აქ ოფიციალურად ნებადართულია ხალხის თავშეყრის ადგილებში მოშიშვლებული მკერდით გამოჩენა.