სერგეი ლავროვი: რუსეთი უკრაინის არჩევნების შედეგებს პატივს სცემს
მოსკოვი პატივს სცემს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
“უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ მოქალაქეთა ყველა ჯგუფის ინტერესები უნდა განიხილოს. მოსკოვი იმედოვნებს, რომ პოროშენკო ყველაფერს გააკეთებს, რათა კიევში აღარ განახლდეს რადიკალური ექსტრემისტული განწყობები სამხრეთ აღმოსავლეთთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ უკრაინის ხელისუფლებასთან და ასევე პეტრო პოროშენკოსთან დიალოგისთვის”,- განაცხადა სერგეი ლავროვმა. ბიულეტენების დათვლილი 60%-იდან პეტრო პოროშენკო 57,7%-ით კვლავ ლიდერობს.