,,პროტონის“ ავარიაში როსკოსმოსი საბოტაჟს არ გამორიცხავს

კოსმოსური აპარატისა ,,პროტონ-მ“-ის ავარიის მიზეზი შესაძლოა, საბოტაჟი ყოფილიყო. ეს ვერსია გამორიცხული არ არის, ნათქვამია როსკოსმოსის განცხადებაში და მას გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ალექსანდრე დანილიუკი ავრცელებს. უწყებათშორისმა კომისიამ, რომელიც ავარიის მიზეზებს იკვლევდა, რაიმე დარღვევა ვერ აღმოაჩინა ვორონეჟის მექანიკურ ქარხანაში, სადაც რაკეტამზიდის მექანიზმებს აწყობენ.
მაისის შუა რიცხვებში რაკეტამზიდის ,,პროტონ-მ“-ის გაშვება ორბიტაზე მარცხით დასრულდა. იგი კოსმოსურ აპარატს ,,ექსპრეს – ამ 4“-ს უნდა შეერთებოდა ორბიტაზე. ,,ექსპრეს-ამ 4“ ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ თანამგზავრულ კავშირად ითვლება რუსეთში. ავარია ,,პროტონ-მ“-ს მანამდეც, 2013 წლის ივლისშიც შეემთხვა. მას ორბიტაზე სამი თანამგზავრი უნდა გაეყვანა, რა დროსაც კურსიდან გადავიდა, აალდა და სასტარტო კომპლექსიდან 2,5 კილომეტრში ჩამოვარდა. კომისიამ, რომელიც ავარიას იკვლევდა, დაადგინა, რომ ავარიის მიზეზი არასწორად დაყენებული სიჩქარის გადამრთველები იყო. რაკეტის ბორტზე 600 ტონა ნავთი, ჰეპტილი და ამილი იყო. ამ ავარიის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა საჯაროდ მოსთხოვა პასუხი როსკოსმოსის ხელმძღვანელს ვლადიმერ პოპოვკინს, ოქტომბერში კი იგი სამსახურიდან დაითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები