უკრაინელი ჟურნალისტი ბრედ პიტს თავს დაესხა
ფილმ “მალეფისენტის” პრემიერაზე ბრედ პიტს თავს უკრაინელი ჟურნალისტი ვიტალი სედიუკა დაესხა. ინციდენტი კინოთეატრ „ელ კაპიტანში“, პირდაპირ წითელ ხალიჩაზე მოხდა. როგორც უცხოური მედია იუწყება, ეპატაჟური ჟურნალისტი ბრედ პიტს თავს დაესხა, რის შემდეგაც დაცვამ მამაკაცი გაიყვანა. ჟურნალისტი ამჟამად დაკავებულია.