ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაბა ჩაქვში 11 წლის ბიჭი დაიღუპა. ფეხით მოსიარულე მოზარდს ქობულეთი-ბათუმის გზაზე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

„მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, თუმცა ამავე მუხლის მე-7 ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ითვალისწინებს“,- აცხადებენ შსს-ში.

ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები